აქციის მონაწილეებმა მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა “ქართული ოცნების” დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს.

თავდაპირველად აქტივისტებმა სამართალდამცავების წინააღმდეგობის გამო ამის გაკეთება ვერ შეძლეს, თუმცა საბოლოოდ მათ დეპუტატის მაჟორიტარული ოლქის შესასვლელის “დაბოქლომება” მაინც მოახერხეს.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ადგილზე ამ წუთებში შსს-სა და დაცვის პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები