არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა მისი იტალიაში დასვენების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად წავიდა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიუჟეტები ეთერში გავიდა ისე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა და აღნიშნა, რომ დილიდან პარლამენტში იმყოფება.

“ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. როცა სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედიასტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, გუშინ, საზოგადოებას უმტკიცებდით, დასასვენებლად ვიყავი წასული, თითქოს, ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რაც სასაცილო სიუჟეტი იყო. მედიის საქმიანობის ელემენტარული საფუძვლებია, რომ ჯერ უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია და შემდეგ უნდა უთხრათ საზოგადოებას ის, რის თქმაც გსურთ. თქვენ ეს გააკეთეთ პირიქით, რაც, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები