მაკუნა გამცემლიძე: დღეს “ანაგი” 30 წლის გახდა

“დღეს “ანაგი” 30 წლის გახდა ! წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი რომ “ანაგი” ჩემი მეოთხე შვილიათქო და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა ახლა კი გეტყვით რომ ეს “შვილი” ისე გაიზარდა და განვითარდა უკვე ჩემს მრჩევლად და იმედად უფრო წარვადგენ” , – წერს სოციალურ ქსელში მაკუნა გამცემლიძე და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

“მისგან ვსწავლობ როგორ უნდა გახდე ყველაზე წარმატებული შენს საქმიანობაში ისე რომ შენს გარშემო არავინ დაჩაგრო და დააზიანო, პირიქით, მას შეუძლია “კონკურენტებს” დახმარება გაუწიოს და გვერდში დაუდგეს ნებისმიერ სიტუაციაში.
ვსწავლობ როგორ აკეთო უზომოდ ბევრი სიკეთე და ამაზე არასოდეს ილაპარაკო, მისი “ხმაურისთვის” გათვლილი ბიუჯეტი მთლიანად უანგარო სიკეთის კეთებისკენ არის მიმართული !
მისთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხის და დარგის განვითარებაა და 30 წელია ყველაფერს აკეთებს ამისთვის !!!
არა იმიტო რომ “შვილად” მოვიხსენიე, მართლა, ობიექტურად ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ზუსტად ასეა და თუ ვინმეს, ოდესმე რაღაც სახით ჰქონია “ანაგთან” შეხება არ შეიძლება არ დამეთანხმოს.
ძალიან ბევრი რამ შემიძლია და მინდა კიდევ დავწერო, თუმცა საოცრად თავმდაბალმა მიმაჩვია რომ ზედმეტად არ უნდა ვაქო და ვადიდო.
მისი წარმატების მთავარი საიდუმლო საოცარი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობაა, მისი ძალიან გრძელი და დატვირთული ისტორია კი ამ შრომის შედეგი !
ვულოცავ “ანაგს” და მის 3000 თანამშრომელს დაბადების დღეს!!!
მე თქვენ მიყვარხართ !!!”-წერს გამცემლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები