„გახდი  ქველმოქმედი თეატრთან  ერთად“ – რუსთაველის თეატრში „ბედი ქართლისა“ დაიდგმება

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის  თეატრის დიდ სცენაზე, ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“, პროექტ „მოდი თეატრში“ ფარგლებში,  წარმოადგენს  სპექტაკლს  – ,,ბედი ქართლისა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი საქველმოქმედოა და შემოსული  თანხა  მთლიანად გადაერიცხება  ბენეფიციარს. „გახდი  ქველმოქმედი თეატრთან  ერთად –  ცხოვრება  მშვენიერია“, – აცხადებენ ფონდის წარმომადგენლები.
სპექტაკლის რეჟისორია რობერტ სტურუა; სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – რობერტ სტურუა; რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე; მხატვარი – მირონ შველიძე; ქორეოგრაფი – კონსტანტინე ფურცელაძე; კოსტიუმების მხატვარი – ელისაბედ ჭიჭინაძე; მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძე;
სპექტაკლში გამოყენებულია გია ყანჩელის მუსიკა, აგრეთვე – საგალობლები და ქართული ფოლკლორის შედევრები.
https://biletebi.ge/rustaveli-theatre/bedi-qartlisa-the-destiny-of-georgia? 

   

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები