თენგიზ შარმანაშვილი – თინა ბოკუჩავას როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა, ხვალ რომ დასჭირდება, უარესს იზამს

“თინა ბოკუჩავას როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა, ხვალ რომ დასჭირდება, უარესს იზამს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ ლევან ხაბეიშვილი „ბაბლის“ გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დაკოკიდებულება აქვთ. ჩვენ და ჩვენს ინტერესებს ისე გასწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს განცხადება ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და როგორ „უფრთხილდებიან“ ისინი ერთმანეთს, თუ საქართველოს ინტერესებს. თინა ბოკუჩავას არაფერი ქეჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული. როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა. ხვალ რომ დასჭირდება, კიდევ უარესს იზამს. ეს ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ და სხვას რას გვიზამენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა: “მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები