საავტომობილო გზების დეპარტამენტი : ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები , – ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”- ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების  დეპარტამენტიდან აცნობეს”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები