მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

ბერლინში აგვისტოში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “შპიგელი” ავრცელებს.

ლტოლვილის სტატუსი ხანგოშვილის მეუღლესა და ოთხ შვილს მიანიჭეს. შესაბამისად, მათ ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის უფლება მიეცათ.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები