გიგი წერეთელმა “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკანონო ბორდერიზაცია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს იწვევს.

“უკანონო ბორდერიზაცია საქართველოში იწვევს ფატალურ შედეგებს და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. ბოლო ასეთი შემთხვევა შეეხება ცნობილ ქართველ ექიმს, ჩემს მეგობარ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დაპატიმრებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ძალადობრივად. არალეგიტიმური მიზეზებით, თითქოს მან გადაკვეთა ე.წ. საზღვარი.

როგორც უდიდეს და ყველაზე გავლენიან ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს, ევროპის სახალხო პარტიას, რომელსაც გააჩნია საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავალი,”- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები