ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნება და გალაკონცერტი გაიმართება

24 ნოემბერს, 19.00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის, ზ. ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობლის, გოეთეს საზოგადოების საპატიო წევრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, ელდარ გეწაძის ვარსკვლავი. ეს ღირშესანიშნავი ფაქტი კი საზეიმო გალაკონცერტით აღინიშნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თავად ელდარ გეწაძე, ისე მისი მოწაფეები – ოპერის თეატრის სოლისტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. შესრულდება არიები თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, მოცარტის, ვერდის, როსინის, პუჩინის, ჯორდანოს, პონკიელის, რახმანინოვის ოპერებიდან.
ცნობისათვის:
ელდარ გეწაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიში სწავლის პერიოდშივე პირველი პრემიები მოიპოვა: ვოკალისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე (1970 .), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1971 .), ამიერკავკასიის მუსიკოსშემსრულებელთა კონკურსზე (1972 .); II პრემია გლინკას სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1975 .). 1973 წელს, მისი დებიუტი თბილისის . ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კიაზოს პარტიით შედგა ფალიაშვილის ოპერაშიდაისი“.
მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ელდარ გეწაძემ შეასრულა ბარიტონის 45 წამყვანი პარტია. 2000-ზე მეტ გამოსვლას შორის ორმოცდაოთხისაპრემიერო სპექტაკლი იყო. 1979 წელს, თარაშის როლის შესრულებისათვის ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში მთვარის მოტაცებამომღერალს თეატრალური საზოგადოების პრემია მიენიჭამამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“.
იგივე პრემია მან წლის განმავლობაში განხორციელებული როლებისთვის 1980 წელს მიიღო.
მომღერლის რეპერტუარშია როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს საოპერო შედევრები: ფალიაშვილისაბესალომ და ეთერი“ (მურმანი), „დაისი“ (კიაზო); თაქთაქიშვილისმთვარის მოტაცება“ (თარაში), „მინდია“ (ჩალხია), „პირველი სიყვარული“ (ქრისტეფორე); მთავარი პარტიები ჯუზეპე ვერდისრიგოლეტოში“, „მაკბეთში“, „ნაბუკოში“, „ტრავიატში“, „აიდაში; მოცარტისდონ ჯოვანიში“, პუჩინისჯანი სკიკიში“, „ტოსკაშიდა სხვ.
1997 წლიდან მომღერალი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მის აღზრდილებს მოპოვებული აქვთ ოცდახუთი საერთაშორისო ლაურეატის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები