შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრებენ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებს შეაფასებენ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები