ლატვიის სამოქალაქო საზოგადოებამ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი ვიდეორგოლი გადაიღო (ვიდეო)

ლატვიის სამოქალაქო საზოგადოებამ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი ვიდეორგოლი გადაიღო.

ახალგაზრდა სტუდენტებთან და ლატვიელ ექიმებთან ერთად ვიდეომიმართვაში ლატვიის ევროპული მოძრაობის, ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და ბალტიის შავი ზღვის ალიანსის წევრები მონაწილეობენ.

ვიდეორგოლში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მიმართვაში, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიც მონაწილეობს. ტომას ჰენდრიკ ილვესი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები