“წითელ ნუსხაში” შეტანილი კოლხური ზუთხი შესწავლის შემდგომ გარემოში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპედიციის პროცესში მოიპოვეს საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი კოლხური ზუთხი, რომელიც იშვიათი სახეობაა. სააგენტოს ინფორმაციით, დათვალიერების და შესწავლის შემდგომ კოლხური ზუთხი გარემოში დააბრუნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ძირითადი სარეწაო თევზების მდგომარეობის შესწავლის მიზნით საზღვაო ექსპედიცია განახორციელეს.
ექსპედიცია საქართველოს სანაპირო ზოლის შესწავლას და ზღვის ბიომრავალფეროვნების შეფასებას მოიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები