„ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრატორი“ – საღამო გაიმართება

28 ნოემბერს, 18:00 საათზე,  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება – „ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრატორი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება ეძღვნება ჰენრიკ ჰრინევსკის დაბადებიდან 150-ე წლისთავს.
ჰენრიკ ჰრინევსკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ანა მგალობლიშვილი ისაუბრებს.
ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938 წ.წ.) – ცნობილი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ერთ-ერთი პირველი პედაგოგი იყო.
პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.
ჰენრიკ ჰრინევსკის ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გედევანიშვილისეული 1914 წლის პირველი აკადემიური გამოცემის მხატვრული გაფორმება.

 მისამართი: გ. ჩუბინაშვილის ქ. 22

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები