„კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ – სოფელ ზერტის სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო გაკვეთილები ჩატარდა

კონფლიქტური ზონის გამყოფი ხაზისპირა სოფლების მცხოვრებლების მხარდაჭერის კამპანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეურთდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულ ინიციატივას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობისათვის სხვადასხვა ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელებას ისახავს მიზნად, სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახური შეუერთდა.
შემეცნებითი აქტივობები საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ გაკვეთილებს მოიცავს, რომელიც პრაქტიკაში უკვე რამდენიმე წელია დაინერგა. პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ ეგიდით, საგანმანათლებლო ღონისძიების გეგმის პირველ ეტაპზე სასწავლო გაკვეთილები სოფელ ზერტის სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდა. გაკვეთილი „მოზაიკას“ ფარგლებში, მოზარდები გაეცნენ მოზაიკის ხელოვნების ისტორიულ მიმდინარეობას და განვითარების ეტაპებს.
შემეცნებითი კურსის მსვლელობისას, პრაქტიკული მეცადინეობების გზით, სკოლის აღსაზრდელებმა მოზაიკის შექმნის ტექნოლოგიაც აითვისეს და საკუთარი ნამუშევრები შექმნეს. ღონისძიების ფარგლებში, ზერტის სკოლის ბიბლიოთეკას ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სააგენტოს მიერ გამოცემული პუბლიკაციების კრებული საჩუქრად გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები