პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი დაასახელა – “შედეგი იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ხალხი ფიქრობდა”

საბჭოთა კავშირის დაშლას ბალტიისპირეთში ნაციონალიზმის ზრდასთან კავშირი არ აქვს, ის არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფორუმზე „რუსეთი გიხმობს!“ განაცხადა.

„რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლას, მას ნაკლებად აქვს კავშირი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნაციონალიზმის ზრდასთან. ამას საფუძვლად უდევს, საბჭოთა კავშირის ძალიან არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც სოციალურ სფეროში ფაქტობრივი კოლაფსი გამოიწვია, რაც შემდგომ პოლიტიკურ სფეროზე გავრცელდა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სსრკ-ის დაშლის შედეგი იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ხალხი ფიქრობდა, ან რა ეჭვებიც შეიძლება ქონოდათ თავიანთ ყველაზე უარეს მოლოდინებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები