იენს სტოლტენბერგი: ნატოს წევრ ქვეყანაში ყირიმის სცენარს არ დავუშვებთ

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები წევრ-ქვეყნებში ყირიმის ანექსიის სცენარის გამეორებას არ დაუშვებენ.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა El Pais.-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყირიმის ანექსია „მიუღებელია და უჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში პირველად ხდება ის, რომ რუსეთი მზად არის სხვა ქვეყნის ტერიტორიის მისატაცებლად სამხედრო ძალა გამოიყენოს. მაგრამ, ყირიმი ნატოს წევრი არ არის. ამიტომ ჩვენი სამხედრო ძალები ჩვენს საზღვრებთან განვათავსეთ, რომ გასაგები იყოს, რომ ნატოს წევრ – ქვეყანაში ყირიმის სცენარის გამეორებას არ მივიღებთ. ეს მკაფიო მესიჯია“,- განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „თუ ნატოს რომელიმე მოკავშირეზე მოხდება თავდასხმა, ალიანსი უპასუხებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები