სოფელ ნიქოზის ამბულატორია სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება

გამყოფ ხაზთან მდებარე, სოფელ ნიქოზის ამბულატორია სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება.

აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია”მშვიდობის ხიდი-ქართლოსის“ და ნიქოზის ამბულატორიის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება ნიქოზის ამბულატორია და 10 წლის განმავლობაში, 5 სოფლის მაცხოვრებლებს ექიმი სპეციალისტები უფასოდ მოემსახურებიან.

“პროექტის განხორციელების ვადა არის 1 წელი, რის შემდეგაც, 10 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევა ნიქოზის თემის სოფლების, ასევე, ქვემო ხვითისა და ფხვენისის მოსახლეობას, რომელთა რიცხვი დაახლოებით 5000 -ია. როგორც მოგეხსენებათ, ნიქოზის თემი ე.წ. საზღვრისპირა რეგიონია, ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის, ისე მშვიდობის მშენებლობის კუთხით. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, უეჰარა ტადაჰარუსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობის ხიდი-ქართლოსის“ მიმართ და წარმატებები ვუსურვო მათ”,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები