კრემლის უარი ესტონეთს – “ანექსირებული ტერიტორიები არ არსებობს”

რუსეთი პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი არ ეთანხმება ესტონეთის მოთხოვნას, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნებას გულისხმობს.

როგორც პესკოვმა, რუსულ მედიასთან საუბარში განმარტა, კრემლი არ ეთანხმება და მისთვის მიუღებელი და აბსურდულია ესტონეთის მოთხოვნა.

რუსეთის მიერ ესტონეთის ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნება გასულ კვირას ესტონეთის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ხენნ პილლუაასმა მოითხოვა. მისი თქმით, რუსეთი ვალდებულია 1920 წლის 2 თებერვლის ტარტუს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

11-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2005 წელს რუსეთმა და ესტონეთმა სასაზღვრო საკითხები შეათანხმეს. 2014 წელს, ორივე ქვეყნის პარლამენტმა აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს. მიუხედავად ამისა ესტონეთის კონსერვატიული პარტია ტარტუს ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების ცნობას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები