ლონდონის და პარიზის უარი მოსკოვს – „სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების“ ხელშეკრულება არ გადაიხედება

საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მიხეილ ულიანოვის განცხადებით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უარს აცხადებენ განაახლონ, ან ახალი ხელშეკრულება გააფორმონ „სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების“ შესახებ. როგორც ულიანოვმა რუსულ მედიას განუცხადა, ლონდონმა და პარიზმა ბირთვული შეიარაღება ცალმხრივად შეამცირეს,თუმცა მოლაპარაკებების ფარგლებში ამ პროცესის გაგრელებაზე უარი განაცხადეს.
რუსეთის საგარეო უწყების შეიარაღების გაუვრცელობლობის და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ერმაკოვის ინფორმაციით, სტრატეგიული შეიარაღების შემცირება ლონდონისა და პარიზის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
მისი თქმით, „სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეთანხმება-3-ის“ მოქმედების ძალა 2021 წლის თებერვალში იწურება და თუ ლონდონი და პარიზი მის გახანგრძლივება-განახლებაზე უარს იტყვან, მათ რიგებს შესაძლოა ჩინეთიც შეუერთდეს.
აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 2010 წელს მოაწერეს. ამ დოკუმენტმა 1991 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულება ჩაანაცვლა. მაშინ მხარეებმა ვადებულება აიღეს სტრატეგიული ბირთვული იარაღის მატარებლების რაოდენობა 700 ერთეულამდე შეემცირებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები