სოფელ ცხრაწყაროში ეწრის უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხრაწყაროში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. გზის რეაბილიტაცია დაახლოებით 1 კმ-იან მონაკვეთზე მოხდება.

პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარი დაიგება. ცხრაწყაროს გზის კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 257 600 ლარი დაიხარჯება.

ზესტაფონში ამჟამად 4 სოფლის  პირველი სვირი, მეორე სვირი, ცხრაწყარო და კლდეეთის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის დაკვეთით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს შპს “ბორანი“ ასრულებს.

გზის აღდგენის სამუშაოები, სატენდერო ვალდებულების შესაბამისად, დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები