გაერომ მსოფლიოს 47 ყველაზე განუვითარებელი ქვეყანა დაასახელა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოში ყველაზე განუვითარებელი და ჩამორჩენილი 47 ქვეყანა დაასახელა.

როგორც გაეროს მიერ მომზადებული „ვაჭრობისა და განვითარების“ მოხსენებაშია მითითებული, ყველაზე განუვითარებელი ქვეყნების ჩამონათვალში ძირითადად აფრიკული, აზიური და ოკეანიის ქვეყნები მოხვდნენ.

გაეროს ვერსიით, აფრიკიდან ყველაზე განუვითარებელი ქვეყნებია: ანგოლა, ბენინი, ბურკინა – ფასო, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, ერიტრია, ეთიოპია, გამბია, მაგადასკარი, მალი,სუდანი, სამხრეთ სუდანი, უგანდა, ზამბია და სხვა.

აზიაში ასეთი ქვეყნები არიან: ავღანეთი, ბანგლადეში, კამბოჯა ,ლაოსი, მიანმანი, ნეპალი, იემენი, ბუტანი.
გაეროს ჩამონათვალში მოხვდნენ ოკეანიის ქვეყნებიც: ტუვალუ, ვანუვატუ, სოლომონის კუნძულები და კირიბატი.

როგორც გაეროს მოხსენებაშია მითითებული, ამ ქვეყნებში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 1230 დოლარს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები