შვედეთმა ჯულიან ასანჟს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა

„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე გამოძიება შეწყდა. ასანჟი ამჟამად ბრიტანეთის ციხეში იმყოფება.

ამის შესახებ შვედეთის მთავარი პროკურორის მოადგილემ ევა მერი პერსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან ყურადღების გადატანა იმ „საფრთხეზე“ უნდა მოხდეს, რომელზეც ასანჟი „წლებია საუბრობს: აშშ-ის მხრიდან დევნაზე“.

პროკურატურის გადაწყვეტილება ივნისში შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც დაადგინა, რომ ასანჟის დასაკავებლად საფუძველი არ არსებობს.

ასანჟი, რომელიც ბრალდებას უარყოფს, 2012 წლიდან ლონდონში, ეკვადორის საელჩოში აფარებდა თავს და შვედეთში მისი ექსტრადირება ვერ ხერხდებოდა. ორი თვის წინ ასანჟი საელჩოდან გააძევეს და საპატიმროში მოათავსეს.

ასანჟი ასევე იბრძვის აშშ-ში ექსტრადირების წინააღმდეგ, სადაც მას „ვიკილიქსის“ მასალებში საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებისთვის სდებენ ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები