საფრანგეთმა ევროკავშირის გაფართოების ახალი მოდელი გაასაჯაროვა

საფრანგეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს ექვსგვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც ორგანიზაციის „ეტაპობრივი ასოციაციის“ იდეაა და „ევროკავშირის გაფართოების პროცესის“ რეფორმაა წარმოდგენილი.

ამის შესახებ EUobserver წერს.

ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, ევროკავშირის გაფართოება იმ შემთხვევაში ხდება, თუ კანდიდატი-ქვეყანა საჭირო რეფორმებს გაატარებს.

საფრანგეთი კი, განსხვავებული მოდელით გამოდის და აცხადებს, რომ საჭიროა შვიდეტაპიანი პროცესი, რომლის დროსაც კანდიდატ-ქვეყნებს ექნებათ წვდომა ევროკავშირის პროგრამებთან და ფონდებთან, სანამ სრულფასოვან წევრობას მიიღებენ.

შვიდი ნაბიჯი კი, შემდეგია: კანონისა და ძირითადი უფლებების უზენაესობა; განათლება და მეცნიერება; დასაქმება და სოციალური საკითხები; ფინანსური საქმეები; ერთიანი ბაზარი, სოფლის მეურნეობა და თევზჭერა; საგარეო საქმეები; და სხვა საკითხები.

მაგალითად, თუ წევრობის კანდიდატმა დაასრულა პირველი ეტაპი, მას მაგალითად შეუძლია „ევროიუსტში”( Eurojust) შესვლა შეეძლება; მეორე ეტაპზე შეეძლებათ მიიღონ წვდომა სამეცნიერო პროგრამა “ჰორიზონტი 2020“, ბალკანეთის უნივერსიტეტები კი, შეძლებენ სტუდენტების გაცვლის პროგრამაში Erasmus + ჩართვა; მეოთხე ნაბიჯის გადალახვის შემდეგ, კანდიდატებს შეეძლებათ შეუერთდნენ ევროკავშირის საბანკო კავშირს; მეხუთე ნაბიჯი კანდიდატს მისცემს სტრუქტურული ფონდების უფლებას – მრავალმილიარდიან სუბსიდიებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საბოლოო მიზანია სრული მიერთება.

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საფრანგეთის იდეასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავენ.

იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, ევროკომისიამ იდეების ფორმულირება შესაბამის დოკუმენტებში 2020 წლის იანვრამდე უნდა მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები