მიტროპოლიტი დიმიტრი – „თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია“
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც არის წარწერა – “თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია“.
ამ გზით მიტროპოლიტი კამპანიას – „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ შეუერთდა.
ვაჟა გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს ორთვიანი ე.წ. პატიმრობა შეუფარდეს.