მოსკოვში „ინტერფაქსის“ ჟურნალისტი დაიკარგა – საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა

მოსკოვში „ინტერფაქსის“ რედაქტორს, 29 წლის მარგარიტა იგნატოვას ეძებენ.

ჟურნალისტის დედის ინფორმაციით, მარგარიტა სახლიდან ეკლესიაში 17 ნოემბერს გავიდა და არ დაბრუნებულა. მისი ინფორმაციითვე, მას თან არც ფული, არც დოკუმენტები და არც ტელეფონი წაუღია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.

გარდა ამისა, კომიტეტში მოუწოდებენ ყველას, ვინც იცის ქალის ადგილსამყოფელის შესახებ, უწყებას აცნობოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები