რუს ტურისტებს სირიაში, კერძოდ, დამასკოში, ალეპოში, ჰომსში მოგზაურობას სთავაზობენ

0

რუსული ტურისტული კომპანიები სირიაში საგზურების გაყიდვა დაიწყეს.

კერძოდ, სააგენტო „კილიმანჯარო“ ტურისტებს სთავაზობს 8-დღიან პროგრამას დამასკოში, ალეპოში, ჰამაში, კრაკ-დე-შევალიეს სასახლეში, ჰომსში, პალმირასა და მაალიულოში. ტურისტები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში უნდა ჩავიდნენ, იქიდან კი, სირიაში ავტომობილით, ან ავტობუსით მოხვდებიან.

კიდევ ერთი ტუროპერატორმა „მირიქალ“ სიას ქალაქი საიედნი დაამატა. ამასთან, რუსი ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი არ მოქმედებს და საზღვარზე მათ 35 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ნოემბერში 2020 წელს მოგზაურობისთვის ყველაზე საშიში მიმართულებები დასახელდა.

მათ შორის არიან: სირია, იემენი, ერაყი, ნიგერიის რამდენიმე რაიონი; ავარიაში მოხვედრის მაღალი საფრთხე არსებობს: ბელიზში, დომინიკის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, ტაილანდსა და ვიეტნამში.

აღსანიშნავია, რომ სირიის ქალაქები დამასკო, ალეპო, ჰომსი აქტიური საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებად რჩება.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუს ტურისტებს საქართველოში მგზავრობისგან, ტუროპერატორებს კი, საგზურების გაყიდვისგან თავის შეკავება „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“ ურჩია.

კომენტარები

კომენტარი