საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI -ის გამოკითხულთა 63 % საქართველოში, აზერბაიჯანთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს.

IRI -ის რესპოდენტების 20 %-ს მიაჩნია, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები არც ცუდია და არც კარგი. 13 %-ის მოსაზრებით, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ცუდია.

რესპოდენტების 14 %-ის მოსაზრებით აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია. 22 % თვლის, რომ მეზობელი ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია. IRI -ის რესპოდენტების 6 % აზერბაიჯანში მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს ხედავს, ხოლო 8 % ფიქრობს, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას.

IRI-მ კვლევა 10-14 სექტემბერს ჩაათარა გამოკითხვაში საქართველოს 1500 მოქალაქე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები