რუსეთი შავ ზღვაში მასშტაბურ სწავლებას მართავს

0

რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში მასშტაბურ სწავლებას მართავს, რომელშიც 10-ზე მეტი სამხედრო გემი და ავიაციაა ჩართული.

ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის ფლოტი ავრცელებს.

როგორც ცნობაშია ნათქვამი, სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში ბაზირებული ფლოტი ერთობლივ სარაკეტო და საარტილერიო სროლებსაც გამართავს.

სწავლებაში ჩართულია ფრეგატი „ადმირალ ესენი“, მცირე სარაკეტო გემი „ვიშნი ვოლოჩეკი“, დიდი სადესანტო გემი „აზოვი“, ასევე „ტურბინისტი“, „კოვროვეცი“ და დამხმარე ფლოტის ხომალდები.

გარდა ამისა, სწავლებაში იქნება ჩართული სუ-30სმ ტიპის გამანადგურებლები.

კომენტარები

კომენტარი