სააკაშვილი კალაძეზე: თბილისში სამტრედიელი მაფია მოღვაწეობს, დავუთვლით სათითაოდ თითოეულ მოპარულ კაპიკს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისს თავზე ადამიანის მსგავსი ბანდერლოგები წამოასკუპდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „არქი”-ს მეშვეობით, რომელიც თავის სამტრედიელ კლასელს ჩააბარა, თბილისს ანადგურებს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს მშობლიურ თბილისს თავზე წამოასკუპდნენ ადამიანის მსგავსი ბანდერლოგები. მან გაიხსენა ჩემი გასამართლება პიჯაკების საქმეზე. ეს ის ადამიანია, ვინც გახადა ნახევარი საქართველო ივანიშვილთან ერთად, ვინც გაანადგურა თბილისი. მან ჩამოიყვანა სამშენებლო კომპანია „არქი“, თავისი სამტრედიელი კლასელი ჩაუყენა სათავეში, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს თბილისს. ყოველ კუთხეში ჩადგეს კორპუსები. დედაქალაქისა და საბურთალოს ფილტვები, იპოდრომი განადგურების პირასაა სწორედ ამ სამტრედიელი მაფიის მოღვაწეობის შედეგად. იქ მე დავრბოდი ბავშვობაში და ძალიან გული მტკივა, რომ ეს ასეა. ცალკე ატერორა ტაქსები, ცალკე გადათხარა, გაანადგურა და უამრავი ფული გააკეთა ე.წ. გზების რემონტზე. ეს ის კაცია, კიევში მაიდანის დროს, მაიდანის გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ ამბობდა, სულ რამოდენიმე ათასი კაცი დგას, თუ რამდენიმე ათეულიო გრუშევსკის ქუჩის კუთხეშიო და არაფერი პროტესტები კიევში არ მიდისო. მოკლედ, მას ხალხის თვლაზე უკეთესად ეხერხება ხალხისგან მის მიერ მოპარული ფულის თვლა. ჩვენც დავუთვლით სათითაოდ თითოეულ მოპარულ კაპიკს და დავუბრუნებთ ხალხს. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. საქართველოში აუცილებლად გათენდება და ხალხს ყველაფერი გამოუვა. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. აბა თქვენ იცით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები