ქართველი და სომეხი ექსპერტები რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რომელიც ორ ქვეყნას შორის ტურისტული ვიზიტების გაძლიერებას ხელს შეუწყობს

ერევანში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში, ტურიზმის განვითარების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც ორი მეზობელი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, სფეროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრები სესიების ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ტურიზმის სფეროს კვალიფიციურმა ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს: ტურისტული მდგრადობა, ტურიზმის გავლენების კონტროლი, ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის. სესიების ფორმატში სამუშაო ჯგუფმა ხარისხის, ბრენდინგისა და მარკეტინგის საკითხებზეც იმსჯელა. მათ შორის, ცნობადობის ამაღლების კამპანიების აუცილებლობაზე. ასევე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ორივე ქვეყნის პოზიციონირებისთვის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით. ერთი მხრივ, როგორ გაიზარდოს მაღალშემოსავლიანი სომეხი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ სომხეთში, მეტი ქართველი ტურისტის რაოდენობა.

ფოკუს-ჯგუფის განხილვების შედეგად, უახლოეს პერიოდში, ქართველი და სომეხი ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ტურიზმის პოლიტიკის განვითარების დოკუმენტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყნას შორის ტურისტული ვიზიტების გაძლიერებას.

სასესიო შეხვედრები ,16-17 ნოემბერს, სომხეთის სამთო კურორტ წაღკაძორში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები