ინდოეთში სამგზავრო ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთით, რაჯასტანის შტატში სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 15-ზე მეტი დაშავდა.

India Today-ის ინფორმაციით, შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები