დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

დღეს, საქართველოს მასშტაბით, საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით, „თეთრი ხალათები“ 12:00 საათზე გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებს დაწესებულების წინ გამოსვლისკენ და 5-წუთიანი მდუმარე აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს.

ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა.

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები