პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ნატოს დროშები დაამაგრეს

პარლამენტის შენობის შესასვლელ რკინის ჭიშკარზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ნატოს დროშები დაამაგრეს. ამ ფორმით მათ “ქართული ოცნების” წევრებს პროტესტი გამოუცხადეს.
ცოტა ხნის წინ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჭიშკარზე ბოქლომი დაამაგრა იმის ნიშნად, რომ უმრავლესობის წევრებმა შენობაში შესვლა ვერ შეძლონ. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი პარლამენტის სრულ პიკეტირებას მოახდენენ და ყველა კარს გარედან ჩაკეტავენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებიც გაშალეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები