ირაკლი სესიაშვილი: არ მგონია, იმაზე ღირებული იყოს ამ ქვეყანაში რამე, ვიდრე სიმშვიდე და სტაბილურობა (ვიდეო)

კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებზე მყოფი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტის თავისუფლად გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა მთავარია, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს უფლება მისცენ კანონის ფარგლებში დაიცვან როგორც მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ასევე, მართლწესრიგი.

“თავისთავად, ცხადია, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. მთავარი არის, რომ, ერთის მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა საშუალება მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და დაიცვან როგორც მათი გამოხატვის თავისუფლება, ასევე დაიცვან მართლწესრიგი.
​არ მგონია, იმაზე ღირებული იყოს ამ ქვეყანაში რამე, ვიდრე სიმშვიდე, უსაფრთხოება, სტაბილურობა. მე ღრმად მწამს, რომ ეყოფათ ჩვენს ოპონენტებს გონიერება და თავიანთ საპროტესტო აქციას ძალადობრივ მოქმედებებში არ გადაიყვანენ, მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციის მხრიდან არის საუბარი რევოლუციურ სცენარებზე, რასაც მე მათ გულწრფელად არ ვურჩევ, რადგან ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები