ირანში საპროტესტო აქციას მსხვერპლი მოჰყვა

ირანის რამდენიმე ქალაქში საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციები იმართება.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის უკვე შეტაკებები მოხდა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ქერმანშერჰის პროვინციაში დემონსტრანტებმა ნავთობის ქარხნის შტურმით აღება სცადეს.
პოლიციამ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, მათ ბრალად ვანდალიზმის აქტები, ასევე სამართალდამცველებზე თავდასხმა ედება.
ტელეარხის Press TV-ის ინფორმაციით, ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ ბენზინზე ფასის მატების გადაწყვეტილებას მიესალმა.
ირანში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბენზინის საფასური ორჯერ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები