ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანია.
წარმომადგენელთა პალატის 110 მანდატისთვის 513 კანდიდატი იბრძვის, მათგან 32 კი მოქმედი მოწვევის პარლამენტის წევრია.
ქვეყნის მასშტაბით 5785 საარჩევნო უბანი გაიხსნა, კიდევ 46 უბანზე ხმის მიცემას უცხოეთში მყოფი ბელარუსის მოქალაქეები შეძლებენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები