გიორგი ცუცქირიძე – ცხადად ჩანს, თუ ვის აწყობს ქვეყანაში დაძაბულობა და ამ კურსის ჩაშლა

რაც დღეს საქართველოში ხდება, ბუნებრივია თანხვედრაშია საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტთან – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რაც დღეს საქართველოში ხდება, ბუნებრივია თანხვედრაშია საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტთან. თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც ბოლო პერიოდში პერმანენტული პოლიტიკური დაძაბულობის პრეისტორიებს, ვნახავთ რომ განსაკუთრებით 20-21 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, ოპოფლანგის აქტივობები მთლიანად ემთხვევა, ქვეყნის საგარეო ვექტორის ევრო-ანტანტიკური ვექტორის შეუქცევადი მეინსტრიმის დაბლოკვის და შენელების ტორპედირების მცდელობასთან. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებულ უპრეცედენტო ორპარტიული მხარდამჭერის აქტს, პირველ რიგში აშშ სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების აქტის გაფორმებას, ასევე, ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნების „ევროპის დამცველი 2020“ საქართველოშიც ჩატარდების დამთხვევას. სამხედრო სწავლებაში, რომელიც 2020 წლის აპრილ-მაისში 10 ქვეყანაში, მათ შორის: გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება. 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რაც ბოლო 25 წელიწადში სამხედრო წვრთნებისთვის ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების პირველი შემთხვევა იქნება. სულ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 8 000 ევროპელი ჯარისკაცი.
აქედან გამომდინარე, ცხადად ჩანს თუ ვის აწყობს ქვეყანაში დაძაბულობა და ამ კურსის ჩაშლა. 1991 წელს რუსეთის მიერ ინსპირირებული და ღიად მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალება და ეროვნული ხელისუფლების დამხობაც, სწორედ მოსალოდნელი საერთაშორისო აღიარების დასაბლოკად იყო მიმართული, შემოგდებული დემოკრატიის ფასადით. ახლა გადახედეთ დღევანდელ ოპოფლანგს და თავად დარწმუნდებით ვინ დგას ისევ “დემოკრატიის” ლოზუნგებით ძმები ბერძენიშვილებიდან დაწყებული, ბარამიძეებით და ბოკერვილებით დამთავრებული. როდესაც გაქვს ხალხის მხარდაჭერა რა მნიშვნელობა აქვს პროპორციული თუ შერეული მოდელით ჩატარდება არჩევნები! არჩევანი ქართველ ხალხზეა, იმედია ისტორიამ ბევრი გვასწავლა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები