დავით ბაქრაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი სინდისის პატიმარია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ის სინდისის პატიმარია. მისივე თქმით, ჩვენი თანამოქალაქის გათავისუფლებაზე ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურად უნდა იმუშაოს.
„ეს ადამიანი არის ნამდვილად საქართველოს გმირი, ვინაიდან, პატიმრობა უკავშირდება მისი მხრიდან სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას. მას რომ ეთქვა, დიახ, შემეშალა, საზღვარი გადმოვკვეთე ვერ დავინახე, მას უბრალოდ ორდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიდნენ და გამოუშვებდნენ 5 000 რუბლის ჯარიმით. ამ ადამიანმა პირდაპირ უთხრა ოკუპანტებს სახეში, რომ საქართველოს საზღვარი ფსოუზე და როკზე, მე აქ საზღვარს არ ვაღიარებ, ამიტომ ჰყავთ დაჭერილი. ეს ადამიანი არის გმირი, ეს არის სინდისის პატიმარი. მისი გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურად უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
​ცნობისათვის, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები