ირაკლი კობახიძე: ოპონენტებს მოვუწოდებ, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს

“ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ოპონენტები კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას ქვეყანაში სტაბილურობა სურს.
​„ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ხალხს ვესაუბრებით. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ესენი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის, ამიტომ მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს, ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ მეტი შანსი, რომ ცოტა მეტი შედეგი აჩვენონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. ლევან ვასაძე იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი, ისინი აცდენილი არიან იმ დღის წესრიგს, რომელიც აქვს საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა ამ ქვეყანაში სტაბილურობა, განვითარება და სწორედ ამიტომ ვესაუბრებით ჩვენ მოსახლეობას, რომ გავიგოთ რა არის საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები