სოიფო ქაცარავა: გადაწყვეტილება მივიღე დავტოვო საპარლამენტო მანდატი

დეპუტატმა, სოიფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, წარმატებებს უსურვებს ყოფილ თანაგუნდელებს.
„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას“, – წერს ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები