ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივებმა შენიშნეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მედიკოსების თქმით, მათი მივსლის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც “რეგიონულ კვირას” ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე – ბადრი პაქსაძემ განუცხადა, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
,,ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა, შეტყობინება საათსა და 45 წუთზე შემოვიდა. გვამის დათვალიერება ვერ მოხერხდა“,- განაცხადა ბადრი პაქსაძემ.
შს სამინისტროს ინფორმაციიტ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები