არად ბენკო: რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ის, რომ პატივი უნდა ვცეთ იმ შეთანხმებას, რაც ივნისში შედგა

ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ერთი სისტემა კარგია, მეორე – ცუდი, – ამის შესახებ ავსტრიის სრულუფლებინმა ელჩმა საქართველოში არად ბენკომ “რეგიონულ კვირას” განუცხადა.
მისივე თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს იმ შეთანხმებას, რაც ივნისში შედგა.

“ვფიქრობ არსებობს ორი ასპექტი და კომპონენტი – მაგალითად, ავსტრია ირჩევს პროპორციული სისტემით და 4-პროცენტიანი ბარიერია, სხვა ქვეყნებში, მაგალითად ნიდერლანდებში ნულოვანი ბარიერია. ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ერთი სისტემა კარგია, მეორე – ცუდი. ივნისის მოვლენებმა დაგვანახა, რომ უმრავლესობის მოთხოვნაა პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც ჩანს უმეტეს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის თანხვედრაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, რაც ივნისის საპროტესტო აქციების მოთხოვნაა. რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ის, რომ პატივი უნდა ვცეთ იმ შეთანხმებას, რაც ივნისში შედგა”, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები