საპროტესტო აქცია ფოთში – “რიგითი ფოთელების სახელით გამოვედით და მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში აქციაზე გამოსულ ხალხს”

ფოთში, ნიკოლაძის ძეგლთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი გაერთიანებული ოპოზიციასა და თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსულ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ.
„ბიძინა ივანიშვილმა, არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კიდევ მოატყუებს. მე მოვუწოდებ, ქართველ ხალხს, ვისაც ნამდვილად შესტკივა საქართველოზე გული და ვისაც საქართველო უყვარს, კიდევ ნუ დაიჯერებს ბიძინა ივანიშვილის ტყუილებს. ეყოფა ისედაც, გამწარებულ, მოშიმშილე ხალხს მისი სიურპრიზები. უკიდურეს ზღვარზეა ხალხი შიმშილის და ბიძინა ივანიშვილი და მისი ხროვა ვერ გაძღა ვერაფრით. გრცხვენოდეს ივანიშვილო, ამას არ გაპატიებს ქართველი ხალხი. რიგითი ფოთელების სახელით გამოვედით და მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში აქციაზე გამოსულ ხალხს, ჩვენ გარკვეული პრობლემების გამო ვერ დავუდექით გვერდში იქ, ამიტომ, ვისაც ფოთში გული შეგვტკივა ის ხალხი ვართ გამოსული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები