“თორნიკე რიჟვაძემ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მხარს უჭერს გუშინდელ ბიძინა ივანიშვილს თუ 24 ივნისის ივანიშვილს” – ბათუმში საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც საინიციატივო ჯგუფმა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებისგანაა დაკომპლექტებული, აქციაზე განცხადება გააკეთა.  მათი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
“თორნიკე რიჟვაძემ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მხარს უჭერს გუშინდელ ბიძინა ივანიშვილს, თუ 24 ივნისის ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ 24 ივნისს განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდით. ხალხს მისცა პირობა, თუმცა ეს პირობა დაარღვია”, –  განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.
საპროტესტო აქცია ხვალ 6 საათზე ბათუმში, ვარდების ბაღში განახლდება, მონაწილეები მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადმოინაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები