“შშმ პირთა და გენდერული უფლებების დაცვის მიმართულებით მადონა ლომინაძის გამოცდილება დადებითად აისახება ადამიანის უფლებათა კომიტეტის მუშაობაზე”

მჯერა, მადონა ლომინაძის გამოცდილება დადებითად აისახება ჩვენი კომიტეტისა და ზოგადადა, აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ თანაშემწის თანამდებობაზე მადონა ლომინაძე წარადგენისას განაცხადა.

„მადონა ლომინაძე პედაგოგია და მისი გამოცდილება ბავშვთა, შშმ პირთა და გენდერული უფლებების დაცვის მიმართულებით, მჯერა, დადებითად აისახება ჩვენი კომიტეტისა და ზოგადად, აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე. მადონა ლომინაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ წილოსანი შეცვლა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თამარს მივულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევას, მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის, წარმატებებს ვუსურვებ მას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს “,- აცხადებს ცოტნე ანანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები