ჭიათურას უახლოეს მომავალში 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ჭიათურაში მუნიციპალიტეტის მერს გივი მოდებაძეს, კომპანია „აკორდის“ წარმომადგენლებს და მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ძირითადად პროექტის ტექნიკური ნაწილის მოწესრიგებას შეეხებოდა, რაც მოსახლეობის მხრიდან დაყენებულ პრობლემებს უკავშირდება.

მინისტრის მოადგილისა და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება და დაიწყება ჭიათურისთვის 24 საათიანი, და რაც მთავარია, ხარისხიანი წყლის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები