რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

რუსთავში, გარეჯისა და გაგარინის ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებითა და გზის მონაკვეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაიგეგმა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ფასადებისა და აივნების აღდგენა-რეაბილიტაციას და დეკორატიული და ფუნქციური ელემენტების დამატებას ითვალისწინებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი რუსთავში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები