შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ნაცონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქ და გავმართოთ პერმანენტული აქცია. ვაპირებდით ცენტალური გზის გადაკეტვას, რისი უფლებაც პოლიციამ არ მოგვცა. ივანიშვილი თუ მოისურვებს რომ ხმაურს გამოექცეს დედაქალაქიდან და დაისვენოს შეკვეთილში, აქ დახვდება უფრო მეტი ხმაური“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.

ამ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებილები უკვე დაიშალნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები