“მაკრახიძე გამოდი, ტენდერი უნდა მოგაგებინოთ”- გორში, ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროა განთავსებული, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები,სასტვენების თანხლებით, მაკრახიძეს მოუწოდებენ გამოვიდეს და იქ შეკრებილებს გაესაუბროს.

მაკრახიძე გამოდი, ტენდერი უნდა მოგაგებინოთ“,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ისინი მაკრახიძისგან პარლამენტში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პასუხს ითხოვენ და საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები