ლანჩხუთში ნინო წილოსანის ბიუროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ლანჩხუთში “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოსა” და კამპანია „სირცხვილიას“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები დეპუტატ ნინო წილოსანის ბიუროს წინ შეიკრიბნენ, რათა სტიკერები გაეკრათ შემდეგი წარწერებით – “ნუ გვატყუებ”, “ჩვენ გვარცხვენ” და სხვ.
ადმინისტრაციულ შენობასთან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
აქციის მიმდინარეობის დროს,  მონაწილეებთან ნინო წილოსანი მივიდა და “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერს შენობაში შესვლა და საუბარი შესთავაზა.
კახა ასკურავამ წილოსანთან მედიის გარეშე საუბარი არ ისურვა და დეპუტატს შეთავაზებაზეც უარი განუცხადა.
“აქციის მონაწილეებს უნდოდათ ჩემთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერები არიან, ძირითადად, ოპოზიციური სპექტრი იყო წარმოდგენილი. დღეს ჩამოვედი გურიაში სწორედ იმისთვის, რომ მათ და ყველა სხვას შევხვდე. მე არავის არ ვემალები. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამ ჩემი გადაწყვეტილების გამო მრცხვენია, ან უკან ვიხევ, არანაირად. პასუხისმგებელეი ვარ ყველა გადაწყვეტილებაზე რასაც ვიღებ, ამ პასუხისმგებლობას დავაკონვენტირებ მოსახლოების ნდობაში. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკების შემცველი, რადგან ბევრი რადიკალური ძალა მოძლიერდებოდა პარლამენტში და იქნებოდა მათი იქ ყოფნის რეალური შესაძლებლობა. რადგან არ არის პოლიტიკური მდგომარეობა ისე გაძლიერებული, როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო. მივიღე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას დავიცავ ბოლომდე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები